„ქ. ქობულეთში ონკანის წყლის სუნი და გემო გამოწვეულია ჭაინათში დამარხული ქიმიური ნაერთების გამო. ვინაიდან გახმაურება არ უნდათ, ქლორით შეეცადენ წყლის სუნის და გემოს განეიტრალებას, რაც არ გამოვიდა", - ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე ავრცელებს.
„ვშიშობ, პრობლემა სერიოზულია, ვთხოვ აჭარის ხელისუფლებას, დაავალოს ეკოლოგიის სამსახურს, შეისწავლოს ქობულეთში არსებული წყლის პრობლემა, სანამ უარეს შედეგს არ მივიღებთ", - განაცხადა მერაბ ბლადაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.
ცნობისათვის, უკვე თვეზე მეტია ქობულეთში სასმელ წყალს სპეციფიკური სუნი და გემო დასდევს.
ვრცლად პრობლემის შესახებ იხილეთ შემდეგ სიუჟეტში: