იაშვილის კლინიკა შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადებას „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
"იაშვილის კლინიკის ნეიროქირურგებისა და ტრავმატოლოგების მიერ ჩატარებული 9 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ხვალ დილიდან იგეგმება ოპერაციის მეორე ეტაპი ტრავმატოლოგთა გუნდის ჩართულობით"- ნათქვამია განცხადებაში.
ევა ბარბაქაძე 2 დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.