logo_geo
eng_logo
დეკანოზ გიორგი მამალაძისა და მისი ადვოკატების ბრალდება პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით სიცრუეა
- +

25 თებერვალი. 2017. 19:04



მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა, განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისა და მისი ადვოკატების ბრალდება პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით სიცრუეა. 


როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ექსპერტიზისათვის ნიმუშების ასაღებად პროკურორებს სასამართლოს განჩინება დასჭირდათ, ვინაიდან ბრალდებული აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზეც უარს აცხადებდა.

 

„ბრალდებული გ. მამალაძე დაკავების დღიდან არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და უარს ამბობდა ჩვენების მიცემაზე. დაკავების შემდეგ მას 5-ჯერ შევთავაზეთ დაკითხვა, თუმცა ყველა ჯერზე უარი თქვა ჩვენების მოცემაზე. გარდა დაკითხვისა, ბრალდებულს არაერთხელ მივმართეთ ექსპერტიზისთვის ნიმუშების ასაღებად. მას 14 თებერვალს შეეთავაზა ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და ე.წ დნმ-ის ნიმუშები, რაზეც უარი განაცხადა. შემდეგ უკვე სასამართლოს განჩინების საფუძველზე, არაერთხელ შევთავაზეთ, თუმცა კვლავ უარი მივიღეთ. ბრალდებული ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა, მაშინ როცა ექიმმა მოგვცა თანხმობა, რომ მას თავისუფლად შეეძლო საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრალდებულის და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოსდა ჩვენ ვაჭიანურებთ პროცესს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

 

არსებული ვითარების გათვალისწინებით, 24 თებერვალს, ბრალდებულს კვლავ შევხვდით ექსპერტიზისათვის ნიმუშების ასაღებად, რაც მისი ვალდებულება იყო, რომ მოეცა ნიმუშები. რაც შეეხება დაკითხვას, გ. მამალაძე დაკითხება ორშაბათს, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მის მიმართ არსებობს ბევრი შეკითხვა და მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ, რა თქმა უნდა, კვლავ უარს არ იტყვის დაკითხვაზე", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner