პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უწმინდესი სხვა დამატებით სამედიცინო კვლევებს არ საჭიროებს. მისივე ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხვალ სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს.
„პატრიარქის მდგომარეობა კარგია. ის სხვა სამედიცინო შემოწმებას არ საჭიროებს. პატრიარქი ხვალ წირვას აღავლენს", - განაცხადა ცისანა შარტავამ.