logo_geo
eng_logo
ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ხვალ წირვას აღავლენს
- +

25 თებერვალი. 2017. 19:22



პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უწმინდესი  სხვა დამატებით სამედიცინო კვლევებს არ საჭიროებს. მისივე ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხვალ სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს.


„პატრიარქის მდგომარეობა კარგია. ის სხვა სამედიცინო შემოწმებას არ საჭიროებს. პატრიარქი ხვალ წირვას აღავლენს", - განაცხადა ცისანა შარტავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner