logo_geo
eng_logo
თურქეთში შესაძლოა სიკვილით დასჯა აღადგინონ
- +

25 თებერვალი. 2017. 19:23



Associated Press-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენაზე რეფერენდუმს ჩაატარებს, თუკი პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.


„მე ვთქვი, რომ სიკვდილით დასჯის აღდგენას დავეთანხმებოდი, თუკი მას პარლამენტი დაამტკიცებდა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ასეთი ცვლილებები კონსტიტუციის შეცვლასაც ითხოვს. თუკი კანონს პარლამენტი არ მოიწონებს, ჩვენ მზად ვართ ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩავარტაროთ. თუკი ხალხი გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს, პრობლემა ამოიწურება", - განაცხადა ერდოღანმა.


უკანასკნელად თურქეთში სიკვდილით დასჯა 1984 წელს აღასრულეს. ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისთვის, სადაც შესვლის ამბიციაც თურქეთს გააჩნდა, 2004 წლის მაისში სასჯელის ეს ზომა ქვეყანაში გაუქმდა და შესაბამისი ცვლილებები კონსტიტუციაში შევიდა. ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან კლოდ იუნკერი აცხადებდა, რომ თუკი თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენდა, ევროკავშირი უმალ შეწყვეტდა ქვეყნის ევროპულ ბლოკთან მიერთების პროცესს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner