logo_geo
eng_logo
კურორტ „თეთნულდზე“ გერმანელი ტურისტი დაიღუპა
- +

25 თებერვალი. 2017. 20:41



კურორტ „თეთნულდზე" ორი გერმანელი ტურისტი ზვავში მოყვა, რომელთაგანაც ერთის გადარჩენა მოხეხრდა, მეორე კი, დაიღუპა.


მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით გულისხმობს. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 

„გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112-ში" შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ კურორტ „თეთნულდზე" უცხოეთის 2 მოქალაქე ზვავში იყო მოყოლილი. სამაშველო ოპერაციაში მყისიერად ჩაერთნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მესტიის სამთო-სამაშველო ჯგუფის მაშველები. მძიმე მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველებმა შეძლეს ზვავში მოყოლილი მოქალაქეების პოვნა. ერთი მათგანი უვნებლად გამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ნაპოვნია ასევე მეორე მოქალაქის ცხედარი", - აცხადებენ შსს-ში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner