დღეს დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრიზე, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გადამწყვეტ შეხვედრაში შავდათუაშვილმა რუს დენის იარცევთან წააგო, რომელსაც შარშან 8 აგვისტოს, რიოს ოლიმპიადაზე აჯობა. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი შეჯიბრში პირველი წრიდან ჩაება.
ლაშა შავდათუაშვილმა ჯერ შვედ კრისტოფერ მაკიას, ყაზახ ჟანსაი სმაგულოვსა და ბრაზილიელ მარსელო კონტინის მოუგო, 1/2-ფინალში კი ებრაელ ტოჰარ ბუტბულს სძლია.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ტურნირზე მოპოვებული ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალია.
დიუსელდორფის გრან პრი ხვალ დასრულდება.