სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საკანში აუდიო ვიზუალური კონტროლის ქვეშ იმყოფება.
„დღეს როგორც ჩვენ გავარკვიეთ იმ საკანში, სადაც დეკანოზი არის, ის იმყოფება აუდიო ვიზუალური კონტროლის ქვეშ და შესაბამისად, გარკვეული ღონისძიებები ამ მიმართულებით არის გატარებული, მაგრამ ეს არ ეხება, რა თქმა უნდა, მისი ოჯახის წევრებს. აქ საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია არსებობდეს, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდეს და ეს დეკანოზის სურვილიც იყო, რომ მაქსიმალურად მეტი დამატებითი ღონისძიებები იყოს გატარებული", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.