logo_geo
eng_logo
უჩა ნანუაშვილი: დეკანოზი გიორგი მამალაძე საკანში აუდიო ვიზუალური კონტროლის ქვეშ იმყოფება
- +

25 თებერვალი. 2017. 22:30



სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საკანში აუდიო ვიზუალური კონტროლის ქვეშ იმყოფება.

 

„დღეს როგორც ჩვენ გავარკვიეთ იმ საკანში, სადაც დეკანოზი არის, ის იმყოფება აუდიო ვიზუალური კონტროლის ქვეშ და შესაბამისად, გარკვეული ღონისძიებები ამ მიმართულებით არის გატარებული, მაგრამ ეს არ ეხება, რა თქმა უნდა, მისი ოჯახის წევრებს. აქ საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია არსებობდეს, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდეს და ეს დეკანოზის სურვილიც იყო, რომ მაქსიმალურად მეტი დამატებითი ღონისძიებები იყოს გატარებული", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner