BBC-ის ინფორმაციით, მოსულში ქურთი ქალი რეპორტიორი პირდაპირ ეთერში ჩართვისას გზის პირას აფეთქებულმა ბომბმა იმსხვერპლა.
30 წლის შიფა გარდი ერაყში ქურთულ ტელეარხ Rudaw-ზე მუშაობდა. ის ომის ჟურნალისტიკაში კაცების დომინანტობის სტერეოტიპებს არღვევდა.
ერაყის სამხედრო ძალებმა მოსულის დასავლეთ უბნები 24 თებერვალს დაიკავეს.