logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: აი, ასე კეთდება ქვეყნის საქმე!
- +

26 თებერვალი. 2017. 01:15



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„აი, ასე კეთდება ქვეყნის საქმე! ორგანიზაცია „მოქალაქის" სამოქალაქო ოლიმპიადებში გამარჯვებულებმა 2015 წელს ჩამოაყალიბეს „სამოქალაქო ინიციატივათა პლატფორმა" და თავად მუშაობენ ახალგაზრდულ პროექტებზე, ატარებენ ტრეინინგებს და იწვევენ სტუმრებს ლექციებისთვის, იძენენ ლიდერის უნარებს და მართვის გამოცდილებას. მოკლედ, ნიჭიერი ახალგარდები ყალიბდებიან ქვეყნის მომავალ, ძლიერ მოქალაქეებად. ეს არის რეალური ინვესტირება მომავალში და ნიჭიერ ახალ თაობაში. სხვათაშორის „მოქალაქის" სამოქალაქო ოლიმპიადაში ათობით ათასმა ბავშმა მიიღო მონაწილეობა. ეს კი პროგრესის სტიმულია. ერის მომავალს აქვს დიდი ინტელექტუალური რესურსები და „მოქალაქე" ამ რესურსებს განვითარების საშუალებას აძლევს. მოკლედ, კარგად დაიქოქა ინიციატივა. გამარჯვებულები თავად აქტიურობენ. ვინ არის ამ ყველაფრის ინიციატორი, ისედაც ყველამ იცის", - წერს გიორგი უძილაური. 


 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner