logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: დღეს „რესპუბლიკური პარტია“ „ქართულ ოცნებასაა“ ამოფარებული!
- +

29 მარტი. 2016. 00:02



ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით კოალიციის დაშლა ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, რათა მომავალმა პარლამენტმა საზოგადოების პრიორიტეტები რეალურად ასახოს.


როგორც საყვარელიძემ გადაცემაში 2030 განაცხადა, „რესპუბლიკური პარტიის" კოალიციიდან გასვლა კოალიციას დიდ დანაკარგს ვერ მოუტანს.


პარლამენტი საზოგადოებრივი განწყობების პოლიტიკური სახეა. არა მგონია, რესპუბლიკელების გასვლით ივანიშვილის სახელზე აწყობილმა პარტიამ დიდი დანაკარგი მიიღოს, რადგან ივანიშვილი ისევ "ქართული ოცნების" გვერდით დგას. დღეს "რესპუბლიკური პარტია" "ქართულ ნებასაა" ამოფარებული და დამოუკიდებელ მოქმედებას და საზოგადოებისთვის თავისი პოზიციის შეთავაზებას რაც უფრო მალე დაიწყებს, მით უკეთესი.

 

ქვეყნის პოლიტიკური სიჯანსაღისთვის სჯობს, არჩევნებში ყველა პარტიამ დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა და ევროპის პოლიტიკური ცხოვრების წესს მივუახლოვდეთ. რესპუბლიკელების მიერ დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება, ახლა კოალიციასთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. კარგი იქნებოდა, გადაწყვეტილება კოალიციასთან შეთანხმების შემდეგ გახმოვანებულიყო, რომ მოსახლეობას გულთმისნობა არ დასჭირვებოდა." - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner