შენდობის კვირას, დღეს ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.
კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.
შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავად ითხოვს შენდობას.