სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღარ აღავლენს.
წინასწარი ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში, შესაძლოა, საღამოს მივიდეს და შენდობის კვირასთან დაკავშირებით საგანგებო ღვთისმსახურება აღასრულოს.
შენდობის კვირას ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.