სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესს 19:00 საათზე აღავლენს.
ღვთისმსახურება ტაძარში 18:00 საათიდან დაიწყება.
შენდობის კვირას ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს.
კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება.
შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.