ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ უკვე შექმნეს ვაქცინა, რომელიც დიაბეტს კურნავს. მეცნიერთა თქმით, წამალი 150 ადამიანზე გამოსცადეს და შედეგი გასაოცარია. 150-ვე განიკურნა I სტადიის დიაბეტიდან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„გვეშველა, მეგობრებო?!
არ არსებობს იმაზე დიდი სიხარული, ვიდრე ეს ვაქცინაა!
მსოფლიოში ამ ვერაგი დაავადებით, 400 მილიონამდე ადამიანია შეპყრობილი, ის სამწუხაროდ სწრაფად პროგრესირებადი დაავადებაა და 2030-ისთვის 520 მილიონამდე გაიზრდება...
იმედია ეს ინფორმაცია დადასტურდება და სიცოცხლის მჩუქებელი ვაქცინა, ფართო მასებს გადაარჩენს..." - წერს ოთარ ჩრდილელი.