უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ინფორმაციული უსაფრთხოების დოქტრინა დაამტკიცა.
„უკრაინის ინფორმაციული უსაფრთხოების დოქტრინის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საინფორმაციო სფეროში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის აქტუალური საფრთხის წარმოშობით", - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
დოქტრინის მიზანი დესტრუქციული პროპაგანდის აგრესიული ზემოქმედებისგან უკრაინის მოსახლეობის დაცვაა, რომელიც პირველ რიგში რუსეთისგან მომდინარეობს. ამასთან, ქვეყნის ინფორმაციული პოლიტიკის სამინისტროს დაეკისრა, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის კონტროლის ორგანიზება, უკრაინაში აკრძალული ინფორმაციის აღმოჩენისა და მედიასაშუალებებიდან ამოღების მიზნით.
უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უკრაინაში რუსეთის მასობრივი ინფორმაციის ბევრი საშუალება აიკრძალა.