logo_geo
eng_logo
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ტომ პერესი გახდა
- +

26 თებერვალი. 2017. 15:37



ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ახალი თავმჯდომარე ტომ პერესი გახდა.


პერესს დემოკრატების ყრილობაზე 235-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, მისმა მოწინააღმდეგემ, კონგრესმენმა, კიტ ელისონმა კი 200 ხმა მიიღო.


ეროვნული კომიტეტის ახალმა ლიდერმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ დემოკრატიული პარტია კრიზისს განიცდის. ამასთანავე, პერესის შეფასებით, თეთრი სახლის ახალი ლიდერი ყველაზე ცუდი პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner