პატრიარქის ექიმმა შალვა პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ილია მეორის ჯანმრთელობის მხრივ რაიმე საშიშროება არ იკვეთება.
„პატრიარქის მდგომარეობა არის კარგი, სტაბილური. დილით მას ჰქონდა მცირედ გამოხატული სისუსტე. გერმანელი ექიმების რეკომენდაციაც იყო, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ის ყოფილიყო მშვიდად, ჰქონოდა ნაკლები ფიზიკური და ემოციური დატვირთვა, მაგრამ მოგეხსენებათ, აქ მიმდინარე მოვლენების გამო ეს არ გამოვიდა. ამიტომ, რა საკვირველია ამ ყველაფერმა იმოქმედა. ამ ეტაპზე საშიშროება არაფერი იკვეთება მისი ჯანმრთელობის მხრივ და საღამოს, სავარაუდოდ, უწმინდესი მიბრძანდება სამებაში", - განაცხადა შალვა პეტრიაშვილმა.