ამერიკული გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აშშ-მ, შესაძლოა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვოს.
გამოცემის თანახმად, აღნიშნულ შესაძლებლობას ტრამპის ადმინისტრაცია უკვე განიხილავს.
საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ და თავად თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა უნდა მიიღონ.
არსებული ინფორმაციით, ოფიციალური ვაშინგტონი ისრაელისადმი საბჭოს დამოკიდებულებითა და მის შემადგენლობაში ადამიანის უფლებათა დამრღვევი სახელმწიფოების ყოფნითაა უკმაყოფილო.