logo_geo
eng_logo
სენაკში მესამე დღეა რვა წლის ბიჭს ეძებენ
- +

26 თებერვალი. 2017. 17:26


 

 

სენაკში მესამე დღეა 8 წლის ნიკა გაბეჩავას ეძებენ. როგორც ბავშვის მამა ამბობს, სამი დღის წინ, მისი შვილი დაახლოებით 15 საათზე ეზოში გავიდა სათამაშოდ, თუმცა მას შემდეგ არავის უნახავს.


სამართალდამცველები სამძებრო სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებენ, თუმცა ოჯახს დაკარგული ბავშვის შესახებ ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ აქვს.


ცნობილია, რომ ბავშვს გულზე ოპერაცია აქვს გაკეთებული.


გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივებმა ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალური წყაროები არ ადასტურებენ.


სენაკის პოლიციის განცხადებით, ბავშვი ჯერ არ უპოვნიათ და სამძებრო ღონისძიებები კვლავ მიმდინარეობს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner