ტერორიზმის საკითხებში ბრიტანეთის დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა მაქს ჰილმა, „ტელეგრაფისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა მასშტაბური ტერორისტული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
„გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა, შესაძლოა, 70-იანი წლების შემდეგ ყველაზე მასშტაბური ტერორისტული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს", - განაცხადა მაქს ჰილმა.
ჰილის თქმით, დაეშის მებრძოლები ბრიტანეთის მოსახლეობაზე თავდასხმას გეგმავენ. ანალიტიკოსის განმარტებით, ისლამისტების სამიზნე ბრიტანული ქალაქები გახდება და ამის იმდენად დიდი შანსია, რომ უარყოფას ვერავინ შეძლებს.