logo_geo
eng_logo
„Exotic wine travel“-ი ქართულ ღვინოს და სომელიე ზაზა გრიგალაშვილს სტატიას უძღვნის
- +

26 თებერვალი. 2017. 19:32



ავტორიტეტულმა ინტერნეტ გამოცემამ მეღვინეობის შესახებ -Exotic Wine Travel -მა საქართველოს შესახებ მასალა გამოაქვეყნა. სტატიაში, The Unstoppable Progress In The Georgian Wine Scene (ქართული მეღვინეობის უზარმაზარი პროგრესი), ქართველი სომელიე, საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და WSET სერტიფიცირებული სომელიე - ზაზა გრიგალაშვილი მოხსენიებულია, როგორც ქართული ღვინოების ერთ-ერთი კვალიფიციური, საუკეთესო მცოდნე და პროფესიონალი სომელიე. გამოცემა წერს, თუ ქართულ ღვინოზე დეტალური ინფორმაციის მიღება გსურთ, ზაზა გრიგალაშვილი ყოველკვირეულ ლექციებს კითხულობს და მისი მოსმენა ქართულ ენაზეც არის შესაძლებელი, და ინგლისურადაც", - წერს გამოცემა.


Exotic Wine Travel-ი ასევე წერს, რომ საქართველო ბოლო დროს ღვინის ტურიზმის ერთ-ერთ ძალზე პოპულარულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. ამ ქვეყანაში მთავრობა მეღვინეობას და ამ დარგის მომავალ განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.

 

 

 

 

 


 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner