ავტორიტეტულმა ინტერნეტ გამოცემამ მეღვინეობის შესახებ -Exotic Wine Travel -მა საქართველოს შესახებ მასალა გამოაქვეყნა. სტატიაში, The Unstoppable Progress In The Georgian Wine Scene (ქართული მეღვინეობის უზარმაზარი პროგრესი), ქართველი სომელიე, საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და WSET სერტიფიცირებული სომელიე - ზაზა გრიგალაშვილი მოხსენიებულია, როგორც ქართული ღვინოების ერთ-ერთი კვალიფიციური, საუკეთესო მცოდნე და პროფესიონალი სომელიე. გამოცემა წერს, თუ ქართულ ღვინოზე დეტალური ინფორმაციის მიღება გსურთ, ზაზა გრიგალაშვილი ყოველკვირეულ ლექციებს კითხულობს და მისი მოსმენა ქართულ ენაზეც არის შესაძლებელი, და ინგლისურადაც", - წერს გამოცემა.
Exotic Wine Travel-ი ასევე წერს, რომ საქართველო ბოლო დროს ღვინის ტურიზმის ერთ-ერთ ძალზე პოპულარულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. ამ ქვეყანაში მთავრობა მეღვინეობას და ამ დარგის მომავალ განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.