სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მივიდა. ილია მეორე ტაძარში შენდობის წესს აღავლენს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.
დღეს შენდობის დღეა. შენდობის კვირას, ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება.