Independent-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტს პარიზის „დისნეილენდში" დონალდ ტრამპის დაპატიჟება სურს. ფრანსუა ოლანდმა აღნიშნულ საკითხზე განცხადება, „დინსეილენდის" 25 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე გააკეთა.
„შესაძლოა, მე სპეციალური მოსაწვევი ბილეთიც კი გავაგზავნო, იმისთვის, რომ ის აქ ჩამოვიდეს და გაიგოს, რა არის საფრანგეთი", - განაცხადა ოლანდმა.