logo_geo
eng_logo
ბექა ღვინიაშვილმა დიუსელდორფის გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
- +

26 თებერვალი. 2017. 21:02



დიუსელდორფის გრან პრიზე ბექა ღვინიაშვილმა (90) ოქრის მედალი მოიპოვა. ღვინიაშვილმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ხუსენ ხალმურზაევი იპონით შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე დაამარცხა.


ბექა ღვინიაშვილმა (90) ნახევარფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. მანამდე კი პირველ შეხვედრაში მონღოლი ბატერდენე ბანდიკუს იპონით სძლია, შემდეგ ასევე იპონით გერმანელ მარკ ოდენტალს მოუგო, მესამე დაპირისპირებაში კი ტაჯიკელ კომრონშოხუსტოპირიონს ვაზარით აჯობა.


საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა 2 ოქროთი და 2 ვერცხლით დაასრულა. 24 თებერვალს ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, ამირან პაპინაშვილი კი 60-ში ვერცხლს დასჯერდა, ხოლო 73- კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner