საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვის დროს ბრძანა, რომ „სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ მწუხარებას, იმ ადამიანებისგან რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ, რომელთათვის ვზრუნავთ".
„მადლობა ღმერთო. ღმერთი გვაძლევს ჩვენ მოთბინებას. ადამიანი კეთილია თავისი ბუნებით, თავისი წარმოშობით. ადამიანი ხატია ღვთისა მაგრამ ადამიანში არის დიდი ბრძოლა. ადამიანმა უნდა აირჩიოს თავისი ადგილი", - ბრძანა პატრიარქმა.