სოსო ოხანაშვილმა „რუსთავი 2"- ის გადაცემაში „P.S." განაცხადა, რომ მან პატრიარქის დაცვის უფროსის პოსტი საკუთარი ნებით დატოვა. მისივე თქმით, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, ის საპატრიარქოში ვეღარ გაჩერდებოიდა.
„მივედი მის უწმინდესობასთან, ვისაუბრეთ. ვთხოვე, რომ მოეცა ლოცვა- კურთხვა, წავსულიყავი დაკავებული თანამდებობიდან.
ვისაუბრეთ გარკვეული პერიოდი, დამთანხმდა და მე გავედი ამ სამსახურიდან. ეს იყო ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილება. დრო ყველაფრის მკურნალია, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ამის გახსენებაც კი იქნება უმძიმესი. მე პატრიარქისთვის მხოლოდ დაცვა არ ვიყავი", - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.