logo_geo
eng_logo
კინოაკადემიამ „ოსკარზე“ ნომინაციების წარმდგენთა ფინალური ნაწილი გამოაცხადა
- +

27 თებერვალი. 2017. 00:26



ჰოლივუდის ყველაზე ბრწყინვალე ღამემდე რამდენიმე საათი რჩება, ამერიკის კინოაკადემიამ კი „ოსკარის" 89-ე დაჯილდოების ცერემონიალზე ნომინაციების წარმდგენთა პირველი, მეორე და მესამე ნაწილის დაანონსების შემდეგ, ნომინაციების გამომცხადებელთა ფინალური ნაწილიც გაასაჯაროვა.


ლეონარდო დიკაპრიოს, ბრი ლარსონის, ალისია ვიკანდერის, მარკ რაილენსის, ჰოლი ბერის, ჯეიმი დორნენის, კრის ევანსის, გაელ გარსია ბერნალის, სამუელ ელ ჯექსონის, დაკოტა ჯონსონის, ქეით მაკკინონის, შირლი მაკლეინის, ჰეიმი სტენფორდის, სკარლეტ იოჰანსონის, ხავიერ ბარდემის, დევიდ ოიელოუოს, ემი ადამსის, რიზ აჰმედის, ჯონ ჩოს, დუეინ ჯონსონის, ფელისიტი ჯონსის, ლესლი მანის, ემა სტოუნია და შარლიზ ტერონის შემდეგ .


ცნობილი გახდა, რომ ოსკარის სხვადასხვა ნომინაციებს - მერილ სტრიპი, რაიან გოსლინგი, ჯენიფერ ენისტონი, ოქტავია სპენსერი, მეთ დეიმონი და სელმა ჰაიეკი წარადგენენ.


შეგახსნებთ იმასაც, რომ დოლბის თეატრის სცენიდან საუკეთესო ფილმის ნომინაციას ბონი და კლაიდი, უორენ ბიტი და ფეი დანაუეი წარადგენენ.


„ოსკარი 2017" 26 თებერვალს, ღამის ორ საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერს ტელეკომპანია GDS შემოგვთავაზებს. წლევანდელი შოუს წამყვანი ჯიმი კიმელი იქნება.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner