logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: პრეზიდენტის პოსტზე ოთხი კვირის შემდეგ, თითქმის ყველაფერს მივაღწიეთ, რის მიღწევასაც ვგეგმავდით
- +

27 თებერვალი. 2017. 10:49



აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციამ „თითქმის ყველაფერს" მიაღწია, რის გაკეთებასაც აპირებდა მუშაობის პირველ თვეს.


პრეზიდენტის პოსტზე ოთხი კვირის შემდეგ შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ თითქმის ყველაფერს მივაღწიეთ, რის მიღწევასაც ვგეგმავდით", - განაცხადა ტრამპმა.


აშშ-ის პრეზიდენტმა მაგალითად საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება მოიყვანა.


მსოფლიოში დიდი პრობლემებია და თქვენ ეს კარგად იცით. მაგრამ ჩვენ კმაყოფილნი ვართ, თუ როგორ მიდის საქმეები. ჩვენ ბევრი დაპირება მივეცით ბოლო ორი წლის განმავლობაში და მათი უმეტესობა შევასრულეთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner