logo_geo
eng_logo
სერგო ვარდოსანიძე: ასე უჩვეულოდ ეგებება ჩვენი ქვეყანა მძიმე მარხვას...
- +

27 თებერვალი. 2017. 10:55



„მოსაყდრეობა არ ნიშნავს კათოლიკოს-პატრიარქობას", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე წერს.

 

„სამწუხაროა, რომ საინფორმაციო საშუალებებში, სოციალურ ქსელებში გრძელდება არაჯანსაღი დისკუსია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მღვდელმთავრების თუ სასულიერო პირების მიმართ. ასე უჩვეულოდ ეგებება ჩვენი ქვეყანა მძიმე მარხვას, შენდობის კვირას, გერმანელი ექიმების რეკომენდაცია იყო, უწმიდესს და უნეტარესს რეაბილიტაციის პერიოდში სიმშვიდე და დასვენება სჭირდებოდა, მაგრამ მას დავახვედრეთ რთული, ძნელად დასაძლევი სიტუაცია. ვიმეორებ, არაეთიკურია მოქმედი საჭეთმპყრობლის დროს მოსაყდრეობაზე დისკუსიები და ვარაუდები, მაგრამ მათ, ვინც კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობაზე მსჯელობს, შევახსენებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის შესახებ ჩანაწერი პირველად გაჩნდა 1917 წლის საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში, მოსაყდრე არ ნიშნავს ავტომატურად მომავალ პატრიარქს...

 

1917 წლის 12 (25) მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ეკლესიის დროებით მმართველად და მოსაყდრედ დამტკიცდა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე), მაგრამ 1917 წლის 17 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს ეპისკოპოსი კირიონი(საძაგლიშვილი), 1925 11 ნოემბერს უწმიდესმა ამბროსიმ კათოლიკოს-პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ გამოაცხადა მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე), რომელიც 1926 წლის 30 დეკემბერს გადააყენეს მოსაყდრეობიდან, 1927 წლის 27 ივნისს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაამტკიცეს მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე), მაგრამ 1932 წლის 10 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე), 1959 წლის 24 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაამტკიცეს ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), მაგრამ 1960 წლის 11 იანვარს მიტროპოლიტი დავითი წმიდა სინოდმა გადააყენა მოსაყდრეობიდან, ჯერ მოსაყდრედ, ხოლო შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე). ასეთი იყო მეოცე საუკუნის საქართველოს ეკლესიაში კათოლიკოს-პატრიარქების მოსაყდრეების ისტორია", - წერს ვარდოსანიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner