ავტორი ნინო ჯიბუტი
28 მარტს, ლიტერატურის მუზეუმში წიგნის - „ბაგრატიონები, სამეფო ტახტის მემკვიდრე" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ეხება სამეფო ტახტის ჭეშმარიტი მემკვიდრის გამოვლენას.
წიგნში პირველად არის ნათლად წარმოდგენილი ბაგრატიონთა სხვადასხვა განშტოების მიმართება ძირითად სამეფო ხაზთან. წიგნის ავტორები არიან სამეფო სახლის კანცლერი კახა ქორიძე და ბაგრატოვანთა სახლის ისტორიკოსი სოსო ბიჭიკაშვილი. ამ მიმართულებით ეს მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარია. ავტორების განცხადებით, მონარქიასთან დაკავშირებით წიგნი ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს.
ღონისძიებას ბაგრატიონთა შტოსა და სხვა დიდგვაროვანთა გვარის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე ასევე მიწვეულნი იყვნენ პოლიტიკოსები, მსახიობები, საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა ბაგრატიონთა ყველა შტოს გენიოლოგიური ტაბულები. გენიოლოგიურ ტაბულებს ამშვენებდა ისტორიული ფოტოები XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე.
ავტორები მომავლშიც აპირებენ წიგნის გამოცემას, სადაც საქართველოს ისტორიიდან უამრავი საინტერესო ფაქტი იქნება წარმოდგენილი.
http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/151490