საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ გადაცემა „იმედის დროში" განაცხადა, რომ პატრიარქის ფაქსიმილე და ბეჭედი დაკარგული არ არის.
„მინდა, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პატრიარქის ბეჭედი არ დაკარგულა. პატრიარქს აქვს ბეჭედი, რომელიც აქვს უშუალოდ მას და არავის აქვს უფლება ამ ბეჭედზე. პატრიარქი ბეჭედს იყენებს ქონებრივი საკითხების გადაწყვეტასთან, ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით. მასზე ხელი არავის არ მიუწვდება", - განაცხადა პროტოპრესვიტერმა.
რაც შეეხება ფაქსიმილეს, მამა გიორგი ზვიადაძის განმარტებით, როდესაც პატრიაქი ვიზიტებში მიემგზავრება, იმყოფება სხვადასხვა ქვეყანაში, ასეთ შემთხვევაში, ფაქსიმილე არის საპატრიარქოში და მისი გამოყენება მხოლოდ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხდება.
„ხშირად გადაუდებელი აუცილებლობა იჩენს თავს, როცა პატრიარქი გერმანიაში იმყოფება. გადაწყვეტილების მიღება არის საჭირო. აუცილებლია ხელმოწერა და მხოლოდ და მხოლოდ პატრიარქთან შეთანხმებით, მისი ლოცვა-კურთხევით შეიძლება, რომელიმე პირს მიეცეს უფლება, გამოიყენოს პატრიარქის ფაქსიმილე", - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.