logo_geo
eng_logo
ბინალი ილდირიმი: ახალ კონსტიტუციასთან ერთად თურქეთი ტერორისტული ჯგუფებისგან განიწმინდება
- +

27 თებერვალი. 2017. 11:40



თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, 26 აპრილის რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ბოლოს მოუღებს თურქეთში ყველა სახის ტერორიზმს.


ახალ კონსტიტუციასთან ერთად თურქეთი განიწმინდება ტერორისტული ჯგუფებისგან. თურქეთი გათავისუფლდება ტერორიზმისგან", - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.


მისი თქმით, რეფერენდუმზე გამოტანილი საკითხის დამტკიცება სტაბილურობასა და მშვიდობას მოუტანს თურქეთს, გააძლიერებს ქვეყანას და თურქ ხალხს ნათელი მომავალით უზრუნველყოფს.


მისი თქმით, რეფერენდუმის შედეგების დამტკიცება შემდგომ გააძლიერებს თურქეთის წარმატებულ ანტიტერორისტულ ძალისხმევას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner