ე. წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს. #9 პენიტენციურ დაწესებულებაში საქმის პროკურორები და მამა გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველები ცოტა ხნის წინ შევიდნენ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკითხვას რამდენიმე დღეა ითხოვს.
24 თებერვალს გამომძიებლები მას ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშები აუღეს, რის შემდეგაც უნდა დაწყებულიყო მამა გიორგის დაკითხვა, თუმცა როგორც გამომძიებლებმა განმარტეს, დროის სიმცირის გამო 24 თებერვალს დეკანოზის დაკითხვა აღარ მომხდარა.
24 თებერვალს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისგან განსხვავებით, დღევანდელ პროცედურებს პროკურორების სხვა ჯგუფი, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის ჯარჯი წიკლაურის ხელმძღვანელობით ატარებს.