logo_geo
eng_logo
კახა ქორიძე: წიგნი ეხება სამეფო ტახტის ჭეშმარიტი მემკვიდრის გამოვლენას!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

29 მარტი. 2016. 03:05


28 მარტს, ლიტერატურის მუზეუმში წიგნის - „ბაგრატიონები, სამეფო ტახტის მემკვიდრე"  პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ეხება სამეფო ტახტის ჭეშმარიტი მემკვიდრის გამოვლენას.


წიგნში პირველად არის ნათლად წარმოდგენილი ბაგრატიონთა სხვადასხვა განშტოების მიმართება ძირითად სამეფო ხაზთან. წიგნის ავტორები არიან სამეფო სახლის კანცლერი კახა ქორიძე და ბაგრატოვანთა სახლის ისტორიკოსი სოსო ბიჭიკაშვილი. ამ მიმართულებით ეს მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარია.


 ღონისძიებას ბაგრატიონთა შტოსა და სხვა დიდგვაროვანთა გვარის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე ასევე მიწვეულნი იყვნენ პოლიტიკოსები, მსახიობები, საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.


პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა ბაგრატიონთა ყველა შტოს გენეალოგიური ტაბულები, რომელბსაც  ისტორიული ფოტოები ამშვენებდა  XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე.


ავტორები მომავალშიც გეგმავენ წიგნის გამოცემას, სადაც საქართველოს ისტორიიდან უამრავი საინტერესო ფაქტი იქნება წარმოდგენილი. 



წიგნი  ეხება  სამეფო ტახტის ჭეშმარიტი მემკვიდრის გამოვლენას. თუკი რაიმე შეკითხვები იბადება მონარქიასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ ეს წიგნი ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს.  

 

საერთოდ ბაგრატიონების შესახებ უამრავი წიგნებია გამოშვებული, თუმცა არა ასეთი სახით. აქ წარმოჩენილია ყველა შტო. დაახლოებით ათი შტოა ბაგრატოვანთა გვარის. აქედან ორი აზნაურული შტოა, შვიდი თავადური და ერთი სამეფო. სამეფო შტო გახლავთ ბატონიშვილ ნუგზარ ბაგრატიონ- გრუზინსკის, რომელიც ტახტის ჭეშმარიტი მემკვიდრეა, თანაც უალტერნატივო.

 

წიგნი ავლენს იმ დარღვევებს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ნებით თუ უნებლიედ, ამ თემასთან დაკავშირებით არსებობდა. ხომ იცით- „არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს!"  და ჩვენ  ბევრი რამ ამ წიგნით  გამოვავლინეთ ",  - აღნიშნა კახა ქორიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner