მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში ევროპის სახალხო პრეზიდენტის, ჯოზეფ დაულის განცხადებას ეხმიანება:
„ამ ტიპს ასეთი ყოვლად საბოტაჟური ინტერვიუს გამო, თავმოყვარე ქვეყანაში ლაყე კვერცხებში „ამოხდიდნენ" ლაყე სულს, თუ კიდევ ეყოფოდა თახედობა და ჩასვლას გაბედავდა , მაგრამ ეს მხოლოდ... თავმოყვარე ქვეყნებში... ნუ დაიძაბებით, ეს ჩვენ არ გვეხება... პირიქით მისი ქართველი პარტნიორები წითელი ხალიჩით დახვდებიან და აცრემლებულები მოუყვებიან თუ როგორ მრავლდებიან საქართველოში ევროსკეპტიკოსები და რომ ამაში დამნაშავე თვითონ სულაც არ არიან, არც ევროპის სახალხო პარტია და მისი უპასუხისმგებლო რაღაც კლანური სოლიდარობის გამომხატველი განხადებები, რომელიც საბოლოოდ მთელ საქართველოს დაბოღმავს ევროპაზე და მართლაც შეცვლის მისი დიდი ნაწილის ვექტორს.
სულ მიკვირს იმ ხალხის, რომლებიც დღემდე ვერ ამჩნევენ, რომ ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ ჯოხს არჭობს ისედაც ურემვით ჭრიალით ნელა მიმავალ საქართველოს ბორბლებში და ყველანაირად ცდილობს მის კიდევ უფრო დამუხრუჭებას. ის რასაც ეს კაცი ამბობს, უფრო სწორად კიხულობს არის პირდაპირი სამხილი ამ ერთიანი საბოტაჟური მოძრაობის წინააღმდეგ."- წერს ქურდაძე.
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, ჯოზეფ დაული, საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. როგორც კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში დაული ამბობს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების გარდა, შეხვედრას აპირებს პოლიტიკურ პატიმრებთან - გიგი უგულავასთან, ივანე მერაბიშვილთან და ბაჩო ახალაიასთან.
„ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზა-ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით," - აცხადებს ჯოზეფ დაული.