მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე მასალები საზოგადოებისთვის მაშინ გასაჯაროვდება, როცა გამოძიება ამას საჭიროდ ჩათვლის.
„როცა ყველა რისკი აღმოიფხვრება, რომელიც შეიძლება არსებობდეს, მტკიცებულებების გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ.
საპატრიარქოს გამოძიების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიეწოდა. არასწორი ინტერპრეტაციები ხდება, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ პროკრატურის პრესრელიზებს არ კითხულობენ", - განაცხადა გიორგი გოგაძემ.