მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა.
„ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალ სიცრუეთაგანი, რომელიც ამ დღეებში ვრცელდება", - აღნიშნა გიორგი გოგაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში საპატრიარქოში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის დროსაც იარაღი ამოიღეს.