მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილს დღეს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდება. როგორც იაშვილის კლინიკის მიერ facebook-ში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამჯერად დაგეგმილია ოპერაციის მეორე ეტაპი ტრავმატოლოგთა გუნდის ჩართულობით.
არასრულწლოვან გოგონას გუშინ ნეიროქირურგებისა და ტრავმატოლოგების მიერ ხერხემალზე გაუკეთდა ოპერაცია. როგორც კლინიკის განცხადებაშია ნათქვამი, 9-საათიანმა ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა.
„იაშვილის კლინიკის ნეიროქირურგებისა და ტრავმატოლოგების მიერ ჩატარებული 9-საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ხვალ დილიდან იგეგმება ოპერაციის მეორე ეტაპი ტრავმატოლოგთა გუნდის ჩართულობით", - ნათქვამია გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილი 2 დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.