logo_geo
eng_logo
გიორგი ფანცულაია: მამა გიორგი მამალაძის ჩვენების შემდეგ, ბრალის შინაარსობრივი მხარე მთლიანად უნდა შეიცვალოს
- +

27 თებერვალი. 2017. 16:56



დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებთან ზოგადად ისაუბრა დაკითხვის დეტალებზე და განაცხადა, რომ დეკანოზის დაკითხვის დროს მამალაძის მიერ რამდენიმე სახელსა და გვარზე კონკრეტულად იყო საუბარი.


ამ ეტაპზე ჩვენების მიცემა ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს და დაცვის მხარეს რა დაგეგმილი ღონისძიებებიც გვქონდა, რათა მას გაეჟღერებინა ინფორმაცია, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ გიორგი მამალაძის მიერ მისაცემი ჩვენება ბრალის შინაარსობრივ მხარეს მთლიანად შეცვლიდა. დღევანდელი დაკითხვის მიმდინარეობის დროს მავე აზრზე ვრჩები. მე ვფიქრობ, რომ მის მიერ მიცემული ჩვენებით, ბრალის შინაარსობრივი მხარე მთლიანად უნდა შეიცვალოს. მათ შორის დიდი ალბათობით, საერთოდ მისი ბრალეულობა თავიდან ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. მამალაძის მიერ იყო რამდენიმე სახელსა და გვარზე საუბარი. თუმცა, ამას ვერ ვიტყვი, საჯაროდ გაჟღერდა თუ არა ეს გვარები. რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, მასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, თუმცა, რა ფორმით იყო დასმული, ამას ვერ დავაკონკრეტებ", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner