logo_geo
eng_logo
„შეიძლება ვინმე მომწონდეს, ან არ მომწონდეს საპატრიარქოში, მაგრამ ეს საკითხები არ გამომაქვს გარეთ“
- +

27 თებერვალი. 2017. 20:53



წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრეს მისი მისამართით ბრალდებებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება. როგორც ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში ანდრიაძემ განაცხადა, მეუფის ასეთი განცხადებები შესაძოა უკავშირდებოდეს იმას, რომ ის, ვის მისამართითაც ბრალდებები ისმის, პატრიარქმა სამსახურიდან გაუშვას, ან პირიქით, თავად გადადგეს.


„შეიძლება ვინმე მომწონდეს, ან არ მომწონდეს საპატრიარქოში, მაგრამ ეს საკითხები არ გამომაქვს გარეთ და უახლოესი სამეგობროს გარდა, ეს თითქმის არავინ იცის. ამ პრიადი სიმპათიების, თუ ანტიპათიების, რომელიც თურმე ამდენი წელი უგროვებია მეუფე პეტრეს, ასე საჯაროდ გამოტანა და საუბარი არა მარტო შორენა თეთრუაშვილზე, მაგრამ იმას რომ მიაყოლა კიდევ ქორეპისკოპისი, მდივანი, აკადემიის რექტორი და ოქროს თევზები, ეს ყველაფერი წავიდა პატრიარქისკენ. ეს ხალხი პატრიარქის დანიშნულია", - აღნიშნა ანდრიაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner