logo_geo
eng_logo
გიორგი გოგაძე: მთავარ პროკურორს პატრიარქზე არ უსაუბრია!
- +

27 თებერვალი. 2017. 21:30


 

„ძალიან ბევრი მიმართულებით ხდება არასწორი ინტერპრეტაცია მთავარ პროკურორს, ბრიფინგზე, საკუთარ ტექსტში პატრიარქი არ უხსენებია", - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ ე.წ. ციანიდის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.


„არც ერთი ნაბიჯი, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება, პროკურატირის მხრიდან არ გადადგმულა არც ამ გამოძიებაში და არც ერთ გამოძიებაში, რასაც პროკურატურა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებს. საპატრიარქოს მიეწოდა ზოგადი ინფორმაცია გამოძიების შესახებ. ხდება არასწორი ინტერპრეტაცია ძალიან ბევრი მიმართულებით, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ არ კითხულობენ და არ ისმენენ პრესრელიზებს, რომელიც პროკურატურის მიერ კეთდება. თქვენ ხომ უყურეთ - რა განაცხადა ირაკლი შოთაძემ?! - მოწმე აცხადებდა, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა. ჩატარდა ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები. დღევანდელი მტკიცებულებებით, რაც საქმეშია, დგინდება, რომ იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა - ეს თქვა მთავარმა პროკურორმა. შემდეგ დაისვა კითხვა, არის აქ საუბარი საქართველოს კათოლოკოს- პატრიარქზე? - გახსოვთ პასუხი?! არ გახსოვთ?! - მთავარ პროკურორს პატრიარქზე არ უსაუბრია!", - განაცხადა გიორგი გოგაძემ და დასძინა, რომ „იყო ძალიან ბევრი განცხადება. პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ".


ამასთან, მისივე ინფორმაციით, საქმესთან დაკავშურებული მასალები საზოგადოებისთვის მაშინ გასაჯაროვდება, როცა ამას გამოძიება ჩათვლის საჭიროდ და როდესაც ყველა ის რისკი აღმოიფხვრება, რაც გამოძიების დროს შეიძლება არსებობდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner