logo_geo
eng_logo
ირაკლი მამალაძე: ვერავინ იტყვის, რომ პროკურატურამ იცრუა და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება!
- +

27 თებერვალი. 2017. 21:39



ე.წ. ციანიდის საქმის მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, რომ მან გავაკეთე ჩანაწერი თავდაცვის მიზნით, რადგან ფიქრობდა, რომ  არ იყო ჯანსაღი სიტუაცია. მამალაძე ამბობს, რომ ყველაზე მეტი სათქმელი მამა გიორგი მამალაძეს აქვს, რომელმაც, მოწმის მოსაზრებით, არ უნდა აიღოს ეს მძიმე დანაშუალი საკუთარ თავზე და მან აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მამალაძე ასევე დასძენს, რომ არ სჯერა, მამა გიორგის ამ საქმეში მარტო მონაწილეობის.


ის რომ მარტო არ მოქმედებდა, ჩანს და გამოჩნდება მომავალშიც. მტკიცებულებები არის საკმაოდ მყარი და მძიმე მოსასმენი. ეს იცის მან და იციან მისმა ადვოკატებმა და რატომ ხდება ისე, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მიმდინარეობს, მართლა ვერ გეტყვით. ცალსახად ჩანს, რომ ეს იგეგმებოდა გარკვეული ჯგუფის მიერ და არა ერთი პირის მიერ. ჩანაწერებში სხვა პირებიც ფიგურირებენ.


ის რაც გამოიკვეთა და რა საფრთხეც დავინახე, ეს შემდეგ მტკიცებულების სახით მოვიპოვე და ამის შემდეგ მივედი საგამოძიებო ორგანოში. მე გავაკეთე ჩანაწერი ჩემი თავდაცვის მიზნით, რადგან ვფიქრობდი, რომ აქ არ იყო ჯანსაღი სიტუაცია და შესაძლებელი ყოფილიყო ნებისმიერ მომენტში ჩემს წინააღმდეგ შემოტრიალებულიყო რაღაცები. სურათით, რომელიც არსებობდა და პროცესით, რომელიც მიმდინარეობდა, დიდი ალბათობით მეც ჩვეულებრივად გავხდებოდი ამ დანაშაულის თანამონაწილე. თავიდან რაც ითქვა, რომ განმცხადებლის მიერ დაფიქსრიდა, რომ დანაშაული იგეგმებოდა უმაღლესი სასულიერო პირის მიმართ და ეს შესაძლოა ყოფილიყო პატრიარქი, ეს პირდაპირ არის განცხადებაში, ასე რომ, ვერავინ იტყვის, რომ პროკურატურამ იცრუა და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. ასე დაიწყო გამოძიება, ასე მივუთითე მე. მე დავინახე ეს საფრთხე, თორემ, სხვას კი არ დაუნახავს. მე ვხვდებოდი მამა გიორგის და მე მქონდა მასთან ურთიერთობა. პირადად მითხრა, ზოგადი სურათი გამოიკვეთა, თუ ერთობლიობის შედეგად დავინახე ეს საფრთხე, ამას გამოძიება იტყვის", - აღნიშნა ირაკლი მამალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner