„ნაციონალურმა მოძრაობამ" „ტოიოტას" ჯიპები გამიზნულად დაურიგა მეუფეებს, რათა ეს ფაქტი საზოგადოებაში გახმაურებულიყო და ამითი გამოეწვიათ ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება სასულიერო პირებისადმი", - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა. როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა" სასულიერო პირებზე მუქარას ახორციელებდნენ.
„ამ ავტომობილებში დამონტაჟებული იყო ჩამწერი მოწყობილობები და ამითი წინა ხელისუფლება ცდილობდა კომპრომატები მოეპოვებინა მეუფეებზე. რამოდენიმე მეუფეს არ სურდა მიეღო სახელმწიფოსგან ეს ჯიპები, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები რეკავდნენ საპატრიარქოს კანცელარიაში და აცხადებდნენ, რომ თუ რომელიმე მეუფე უარს იტყოდა ავტომობილის მიღებაზე „დაინახავს რაც მოუვაო", გადადიოდნენ უშუალო მუქარაზე", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ გადაცემა "პრიორიტეტებში".