logo_geo
eng_logo
გიორგი ანდრიაძე: მეუფე პეტრეს მესიჯების რეზიუმეს ვერავინ ვერ მეტყვის...
- +

27 თებერვალი. 2017. 23:43


 

„ეს არის შეტევა პატრიარქის პირად ავტორიტეტზე და ექედან გამომდინარე უკვე საქართველოს ეკლესიაზე, რომელიც ვერ მოინელეს სხვადასხვა ძალებმა", - ამის შესახებ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გიორგი ანდრიაძემ გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა. როგორც ანდრიაძე აღნიშნავს, საპატრიარქოს პირველ რიგში არასამთავრობო ორგანიზაციები ებრძვიან.


„ჯერ NGO-ები გამოდიოდნენ ხან კონსტიტუციურ შეთანხმებას დაეტაკებოდნენ, ხან „ჯიპებს" მივარდებოდნენ და მერე მიხვდნენ, რომ ამ „ჯიპებზე" ზოგიერთი თავისი მომხრე სასულიერო პირიც იჯდა. მოკლედ გაკოტრდნენ და ყველა თემა წააგეს. მოიგონეს, ყველაზე საშინელი და მძიმე დარტყმა, ეს არის შიდა განხეთქილების ინსპირირება, რომელიც განახორციელებინეს სამწუხაროდ იმ პირებს, რომლებიც გამოდიან და 3 კვირა შიდა სამზარეულოზე საუბრობენ. მეუფე პეტრეს მესიჯების რეზიუმეს, ყველაზე საოცარი ისაა, რომ ვერავინ ვერ მეტყვის", - განაცხადა ანდრიაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner