logo_geo
eng_logo
დეკანოზი გიორგი მამალაძე ყველა კითხვას ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვის შემთხვევაში უპასუხებს
- +

28 თებერვალი. 2017. 00:19



მკვლელობის მომზადების მცდელობაში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის თითქმის 8 საათიანი დაკითხვა ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს დასრულდა. ბრალდებულმა გამომძიებლებს ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვა სთხოვა.


„პირველს" ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, რომ დაკითხვა, სავარაუდოდ, ხვალ გაგრძელდება.


„მამა გიორგიმ გამომძიებლებს ჩვენება მისცა, თუმცა გარკვეულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. ის ითხოვს, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცული იყოს, რის შემდეგაც ყველა კითხვას პასუხს გასცემს. მამა გიორგიმ გამომძიებლებს აუდიოჩანაწერთან დაკავშირებითაც მისცა ჩვენება",- განუცხადა "პირველს" ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.


ადვოკატები აღნიშნული მოთხოვნით პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართავენ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner