logo_geo
eng_logo
მეუფე დიმიტრი: შორენა თეთრუაშვილი კარგად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას თუ ავად, ეს მხოლოდ პატრიარქის გადასაწყვეტია!
- +

28 თებერვალი. 2017. 01:06


 

„შორენა თეთრუაშვილი 35 წელია პატრიარქის პირადი მდივან-რეფერენტია. კარგად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას თუ ავად, ეს მხოლოდ პატრიარქის გადასაწყვეტია", - ამის შესახებ მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა „კვირის პალიტრასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მეუფე დიმიტრის თქმით, არავის აქვს უფლება, პატრიარქს მიუთითოს, ვინ უნდა ჰყავდეს მდივნად და ვინ არა.


„ასე რომ, არც მეუფე პეტრეს, არც მე და არც ვინმე სხვას აქვს უფლება, პატრიარქს უთხრას, შორენა თეთრუაშვილი მრჩევლად თუ მდივნად ნუ გეყოლებაო.

 

სხვათა შორის, როდესაც მეუფე პეტრემ პირველად მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა, გერმანიაში ყოფნისას მივწერე, რომ მისი გამოსვლები ეკლესიის კეთილდღეობას არ ემსახურება. მიპასუხა - ვწუხვარ, რომ ასე ფიქრობო", - განაცხადა მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner